ადემოლა ლუკმანმა მადრიდის „ატლეტიკოში“ ფანტასტიკური სტარტი აიღო
ნიგერიელმა თავდამსხმელმა, ადემოლა ლუკმანმა, მადრიდის „ატლეტიკოში“ ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო მატჩშიც გამოიჩინა თავი და „ბრიუგეს“ წინააღმდეგ გაიტანა. ტრანსფერიდან 17 დღეში მან უკვე 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა დააგროვა ხუთ მატჩში, რაც იმდენივეა, რამდენიც მთელი სეზონის პირველ ნახევარში „ატალანტაში“ 19 მატჩში.