ფეხბურთი
19 February
ალექსანდარ პავლოვიჩი: „ბაიერნის“ აკადემიის ნამდვილი განძი და მომავალი ლიდერი
მიუნხენის „ბაიერნს“ ბოლო წლებში ხშირად აკრიტიკებდნენ საკუთარი აკადემიიდან ვარსკვლავი ფეხბურთელების აღზრდის კუთხით, თუმცა კლუბის შრომა უკვე ნაყოფს იძლევა. 21 წლის ალექსანდარ პავლოვიჩი გუნდის ყველაზე გამორჩეული ახალგაზრდაა, რომელმაც უდიდესი პროგრესი განიცადა და ძირითად შემადგენლობაშიც დაიმკვიდრა ადგილი. ის არა მხოლოდ ტექნიკითა და ხედვით გამოირჩევა, არამედ ფიზიკურადაც ძლიერდება, რათა მომავალში ნახევარდაცვის სრულფასოვანი ლიდერი გახდეს.