კუბარსი „ბარსელონას“ მარცხებზე: „უნდა ვიყოთ თვითკრიტიკულები და თავი მოვიკრიბოთ“
„ბარსელონამ“ მძიმე კვირა გაატარა, ზედიზედ ორი მარცხი იწვნია „ატლეტიკო მადრიდთან“ და „ჟირონასთან“, რამაც გუნდის მდგომარეობა გაართულა ორ ტურნირზე. ამ მარცხების შემდეგ, კატალონიური გრანდის მცველმა, პაუ კუბარსიმ, „მუნდო დეპორტივოსთან“ ინტერვიუში ისაუბრა გუნდის შეცდომებზე, გაუქმებულ გოლსა და მომავალ გამოწვევებზე, ხაზგასმით აღნიშნა თვითკრიტიკის აუცილებლობა.