ფეხბურთი
18 February
პალადინო დორტმუნდთან ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის წინ: „დამატებით მოტივაციას ვგრძნობთ“
„ატალანტას“ მთავარმა მწვრთნელმა რაფაელე პალადინომ „ბორუსია დორტმუნდთან“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. მან ისაუბრა ჩარლზ დე კეტელაერესა და ჯაკომო რასპადორის არყოფნაზე, გამოთქვა თავისი აზრი მოწინააღმდეგე მწვრთნელ ნიკო კოვაჩის განცხადებაზე, რომელიც ორივე გუნდს 1/8 ფინალში გასვლის 50/50 შანსს აძლევს და ხაზი გაუსვა გუნდის მზადყოფნასა და მოტივაციას.