ნიუკასლი ნიკ ვოლტემადეს გაყიდვას გეგმავს - იქნება თუ არა ის ლივერპულის სამიზნე?
ნიკ ვოლტემადე, რომელიც ნიუკასლმა მხოლოდ ექვსი თვის წინ დაიმატა, შესაძლოა კლუბს დატოვოს. ჟურნალისტ ალექს კრუკის ცნობით, „კაჭკაჭები“ მზად არიან 24 წლის გერმანელი ფეხბურთელი შესაბამის ფასად გაყიდონ. ლივერპულს ადრეც აკავშირებდნენ ვოლტემადესთან და ახლა, როცა „წითლები“ თავდასხმის ხაზში ცვლილებებს გეგმავენ, გერმანელი მათთვის საინტერესო სამიზნე შეიძლება გახდეს.