ბარაკ ობამა რეჯი მილერს: „ყოველთვის მსიამოვნებდა ინდიანას დამარცხება“
NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩის ტრანსლაციისას, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხუმრობით გაიხსენა ჩიკაგო ბულსისა და ინდიანა პეისერსის დაძაბული მეტოქეობა, რეჯი მილერს კი ბულსის გამარჯვებები და მისი საკამათო თამაში შეახსენა. მილერი ობამას ხუმრობაზე იმავე ტონალობაში გამოეხმაურა.