ფეხბურთი
24 February
არსენალის კოშმარული ფრე: „მეთოფეებმა“ „მოჩვენებები“ გააღვიძეს
პრემიერ ლიგის ლიდერმა არსენალმა ვოლვერჰემპტონთან ფრე ითამაშა, მიუხედავად იმისა, რომ 2-0 იგებდა. ამ მოულოდნელმა შედეგმა, მათ შორის მეორე ტაიმის დამატებით დროში გაშვებულმა ავტოგოლმა, სოციალურ ქსელებში წარსულის „მოჩვენებები“ გააცოცხლა, რადგან გუნდი მანჩესტერ სიტის მხოლოდ ხუთი ქულით უსწრებს, თუმცა ერთი თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.