მსაჯ ლა პენას მიმართ სიკვდილის მუქარა - იტალიის მსაჯთა ასოციაციის მწვავე რეაქცია
იტალიის მსაჯთა ასოციაციის (AIA) ვიცე-პრეზიდენტის მოადგილემ, ფრანჩესკო მასინიმ, მკაცრად დაგმო მსაჯ ფედერეკო ლა პენას მიმართ სიკვდილის მუქარა, რომელიც მას „დერბი დ’იტალიას“ სადავო გადაწყვეტილებების შემდეგ მოუვიდა. ლა პენა და „ინტერის“ ფეხბურთელი ალესანდრო ბასტონი ონლაინ შეურაცხყოფის მსხვერპლნი გახდნენ, რის შედეგადაც ლა პენამ პოლიციაში შეიტანა საჩივარი, ბასტონიმ კი ინსტაგრამზე კომენტარების ფუნქცია გათიშა. მასინიმ აღნიშნა, რომ ასეთი მუქარები ცივილურობისა და სპორტული სულისკვეთების ყველა ზღვარს სცდება