ავტოსპორტი
18 February
ვერსტაპენი 2026 წლის F1-ის წესებზე: „ეს ანტი-რბოლაა“ – იწყება ფორმულა 1-ის იდენტობის კრიზისი?
ფორმულა 1-ის ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი მაქს ვერსტაპენი 2026 წლის რეგულაციებს, რომლებიც სრულად ცვლის სპორტის ფილოსოფიას, მკაცრად აკრიტიკებს. მისი თქმით, ახალი მანქანები, სადაც მთავარი აქცენტი ენერგიის მართვაზეა და არა შეუჩერებელ შეტევაზე, „ანტი-რბოლაა“ და სიამოვნებას არ ანიჭებს. ეს განცხადება სპორტის იდენტობის ირგვლივ დისკუსიას აჩენს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მრბოლი, მაგალითად ლანდო ნორისი, ადაპტაციის აუცილებლობაზე საუბრობს.