NCAA: მიჩიგანმა პირველი ადგილი გაიმყარა, „ბიგ ტენის“ სხვა შედეგები
NCAA-ის „ბიგ ტენის“ კონფერენციაში კიდევ ერთი საინტერესო სათამაშო დღე გაიმართა. „მიჩიგან უოლვერინსმა“ დამაჯერებელი გამარჯვებით პირველი ადგილის სტატუსი გაიმყარა და „პერდიუს“ ოთხმატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა. „ოჰაიო სტეიტმა“ დაამტკიცა, რომ შეუძლია ქვეყნის წამყვან გუნდებს გაუწიოს კონკურენცია, ხოლო „მიჩიგან სტეიტმა“ „ვისკონსინთან“ მტკივნეული მარცხის შემდეგ „UCLA“ გამანადგურებლად დაამარცხა. „აიოვამ“ ორმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა, „ორეგონმა“ კი მორიგი იმედგამაცრუებელი თამაში ჩაატარა.