ატლეტიკო მადრიდის იდენტობის კრიზისი: სად გაქრა შეუვალი დაცვა?
ბოლო წლებში შეუვალი დაცვით ცნობილი მადრიდის „ატლეტიკო“ ამჟამად იდენტობის კრიზისს განიცდის. გუნდი ისტორიულად სუსტად გამოიყურება დაცვაში, რაზეც ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ 9 მატჩში გაშვებული გოლი და ლიგაში განცდილი დიდი მარცხები მეტყველებს. მიუხედავად ამისა, „ბარსელონასთან“ „კოპა დელ რეიში“ მოპოვებულმა გამარჯვებამ ძველი სტაბილურობის იმედი გააჩინა.