დაგიმის მომავალი ვოლფსბურგში კითხვის ნიშნის ქვეშაა
გასულ ზაფხულს, „ვოლფსბურგმა“ ადამ დაგიმი „ზალცბურგიდან“ იჯარით აიყვანა, 13 მილიონი ევროს გამოსყიდვის ოპციით. მიუხედავად იმისა, რომ 20 წლის თავდამსხმელმა 16 მატჩი ჩაატარა (აქედან 7 სასტარტოში), „მგლები“ ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულნი დანიელი 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელის სამუდამოდ გაფორმებაზე. თავად დაგიმს სურს „ავტოქალაქში“ დარჩენა, თუმცა ამისთვის სეზონის ბოლომდე სტაბილური თამაში მოუწევს. იგი შესაძლოა, ზედიზედ მესამედ გამოჩნდეს სასტარტო შემადგენლობაში „აუგსბურგის“ წინააღმდეგ ამ შაბათს.