კემ პეინი „ფილადელფია 76ers“-ში დაბრუნდა - ვეტერანი კალათბურთელი პირველ კომენტარს აკეთებს
NBA-ის 10-წლიანი ვეტერანი, კალათბურთელი კემ პეინი „ფილადელფია 76ers“-ის შემადგენლობას სეზონის ბოლომდე შეუერთდა. პეინი, რომელიც ბოლოს სერბულ „პარტიზანში“ თამაშობდა, „ფილადელფიაში“ ბრუნდება, სადაც უკვე ითამაშა 2023-24 წლების სეზონში. მოთამაშე აღნიშნავს, რომ სწრაფად მოხდა მისი დაბრუნება ნაცნობ გუნდში და მოხარულია ამით.