„პისტონსს“ ურჩევენ, „ლეიკერსის“ 53-მილიონიანი ვარსკვლავი და NBA თასის ჩემპიონი გადაიბიროს
„დეტროიტ პისტონსმა“ წარმატებული სეზონი ჩაატარა, თუმცა გუნდის შემადგენლობაში ცვლილებები მაინც მოსალოდნელია. Piston Powered-ის ჟურნალისტის მოსაზრებით, „პისტონსმა“ შესაძლოა „ლოს ანჯელეს ლეიკერსიდან“ ოსტინ რივზი გადაიბიროს, თუმცა მისი მაღალი ხელფასის მოთხოვნა ამ ტრანსფერს რთულად განსახორციელებელს ხდის.