მადრიდის „რეალი“ „გრანადას“ ახალგაზრდა ტალანტს, ოუენ მირა ჩუკვუემეკას დაუმიზნა
მადრიდის „რეალი“ აქტიურად აძლიერებს ახალგაზრდულ და სარეზერვო გუნდებს. უახლესი სამიზნე „გრანადას“ აკადემიის 16 წლის გარემარბი, ოუენ მირა ჩუკვუემეკაა. 2009 წელს დაბადებული მემარჯვენე ფეხბურთელი, რომელიც მარცხენა ფლანგზე თამაშობს, გარეგნულად ჯუდ ბელინგემს წააგავს. მირამ უკვე ითამაშა „გრანადას“ სარეზერვო გუნდში და პირველ გუნდთან ერთადაც ივარჯიშა. სხვა კლუბების ინტერესის გამო, „რეალი“ შესაძლოა შეეცადოს მისი ტრანსფერი სეზონის ბოლოს სწრაფად დახუროს.