ვერსტაპენი F1-ის 2026 წლის რეგულაციებზე: „არ გვინდა, ფორმულა E გავხდეთ!“
მაქს ვერსტაპენმა 2026 წლის ფორმულა 1-ის რეგულაციების მიმართ კრიტიკა კიდევ უფრო გაამძაფრა და განაცხადა, რომ ჩემპიონატი „ფორმულა E“-სგან „შორს უნდა დარჩეს“. გასულ კვირას მან ახალ წესებს „ანტი-სარბოლო“ და „სტეროიდებზე ფორმულა E“ უწოდა, რაც ელექტრო ენერგიის გაზრდილ როლს უკავშირდება. ვერსტაპენი შიშობს, რომ ბატარეის მართვა რბოლის დინამიკას მნიშვნელოვნად შეცვლის, რამაც შესაძლოა ფორმულა 1-ის სპეციფიკა დააზიანოს.